ჩვენი ისტორია
ყველაფერი 2012 წელს დაიწყო, როდესაც მფლობელებმა, ქეთევან აკოლაშვილმა და კრისტიან ჰუბერტმა, ვენახების გასაშენებლად მიწის ნაკვეთის შეძენა გადაწყვიტეს. ქეთევანი წარმოშობით კახეთის რეგიონის სოფელ ველიციხიდანაა; სწორედ აქ გადაწყვიტეს მათ საქმიანობის დაწყება.
2013 წელს ქეთევანის მამამ, შოთა აკოლაშვილმა, მათ პირველი ნაკვეთი გადასცა, სადაც ძველი ვენახები იყო გაშენებული. მომდევნო წლებში მათ მიმდებარე ნაკვეთებიც შეიძინეს და ახალი ვენახები გააშენეს, რითაც საბოლოოდ 12-ჰექტრიანი მცირე მეურნეობა ჩამოაყალიბეს.
2018 წელს ქეთევანის საგვარეულო სახლში არსებული ძველი ქვევრები განაახლეს. ეს ქვევრები ქეთევანის პაპამ, შალვა აკოლაშვილმა 1950 წელს ჩაუშვა, როდესაც ღვინის წარმოება და მისი საბჭოთა რესპუბლიკებში ექსპორტი დაიწყო. 2018 წელს საფერავის ჯიშის ყურძნისგან ქვევრის წითელი ღვინის პირველი პარტია — 300 ბოთლი — დამზადდა.
2019 წელს სხვადასხვა ტევადობის 30 ახალი ქვევრი შეუკვეთეს და ვენახების სიახლოვეს ახალი, ტრადიციული მარნის მშენებლობა დაიწყეს.
ჩვენი ლოგო
ჩვენი ლოგო კოლუმბამდელი ეპოქის შამანი ქალის ფიგურით არის შთაგონებული. ხშირად გვეკითხებიან, თუ რატომ ავირჩიეთ ასეთი უჩვეულო სიმბოლო. ჩვენთვის ეს ქალი მეღვინეების მზარდ როლს უსვამს ხაზს ქართული ღვინის ტრადიციების აღორძინების პროცესში.
გარდა ამისა, ყველა პრიმიტიული რელიგიური რწმენა ბუნების ძალის უნივერსალურ კონცეფციას ეფუძნება. სწორედ ეს არის ბუნებრივი ღვინის მოძრაობის ფუნდამენტური იდეაც. „ტილისმა“ ქართულად თილისმას ნიშნავს. შამანი ქალი ჩვენი დამცავი თილისმა და ბუნების ძალებთან დამაკავშირებელი რგოლია.









„თილისმა ვაინერის“ მიზანია მინიმალური ჩარევით დამზადებული ბუნებრივი ღვინოების წარმოება და გარემოსთვის უსაფრთხო მევენახეობის პრაქტიკის ხელშეწყობა.
მისამართი:
Tilisma Winery Ltd, Kvareli-Mukuzani Road, 1514 Mukuzani, Gurjaani municipality, GEORGIA
საკონტაქტო მონაცემები:
contact@tilismawinery.ge Ketevan Hubert+995 599 333 740


© 2024, Volver Ltd. All Rights Reserved.
გამოგვყევით:
